|
2016-06-02 18:11:41, 985 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო: ნათია გუჯაბიძისთვის უსაფუძვლო ბრალდების წაყენება, მის დემორალიზაციას ემსახურება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბოლო პერიოდში სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მოსამართლეეებზე უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტები ფიქსირდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმარტავს, რომ ბრალდება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. "იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნავს, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამართლეების საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხარჯებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში პირად საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს. საბჭო განმარტავს, რომ მთელი სამოსამართლო კარიერის მანძილზე ნათია გუჯაბიძის მიმართ არასდროს გამოყენებულა დისციპლინური სახდელი ან ზემოქმედების ღონისძიება (სარეკომენდაციო ბარათის ჩათვლით) რაიმე დისციპლინური გადაცდომისათვის. ასევე, საბჭოს არასდროს მიუმართავს პროკურატურის ორგანოებისათვის მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების წინადადებით. ზემოაღნიშნულ განცხადებებს საბჭო აფასებს, როგორც მოსამართლის მიმართ უსაფუძვლო ბრალდების წაყენებას, რაც მოსამართლის დემორალიზაციას, და ამ გზით, სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკიდურესად შეშფოთებულია და დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო კორპუსის და მოსამართლის მიმართ ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლე დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. ამასთან ერთად, აკრძალულია ნებისმიერი ფორმით, პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ სასამართლოსა და ინიდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, შეწყვიტონ სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობა და არ გაავრცელონ ისეთი განცხადებები, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან სასამართლოსა და მოსამართლის ავტორიტეტის ხელყოფისაკენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს ნორმალურ და მშვიდ გარემოში მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეფასებებისა და უსაფუძვლო კრიტიკისგან. აუცილებელია მოსამართლეებს მიეცეს პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის საშუალება, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევა, რაც აუცილებელია ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად", - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)