18:34 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 21:12:24, 843 ნახვა

საზოგადოება
ბოლნისის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა

საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის ხელშეწყობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 12 სკოლის 100-მდე მოსწავლე. ოლიმპიადა  ჩატარდა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეთა შორის.

ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლე თურქან სულეიმანოვა. მე-2 ადგილზე გავიდა სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის მოსწავლე გოიჩაკ ბაირამოვა, მე-3 ადგილი დაიკავა სოფელ ნახიდურის მოსწავლე აიგუნ იბრაგიმოვა. მე-4 ადგილზე გავიდა სოფელ გეტას საჯარო სკოლის მოსწავლე ალშან გასუმოვი. ოლიმპიადის 10 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც ისინი დაიშვებიან ოლიმპიადის ფინალში.

“საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი არის სამოქალაქო და იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნის განხორციელების ფარგლებში მუნიციპალიტეტების აზერბაიჯანულენოვან სკოლების მოსწავლეთა შორის ვატარებთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას“. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამას გარდა, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ეს ღონისძიება უკვე ჩავატარეთ თბილისის, დმანისის, საგარეჯოს, წალკის, ლაგოდეხის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. ვგეგმავთ ჩავატაროთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც აზერბაიჯანულენოვანი სკოლები ფუნქციონირებს. ეს გარკვეულწილად არის შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან ბოლოს გამარჯვებულებს შევახვედრებთ და გამოვავლენთ უკვე ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეეებს”, - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics