10:16 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 16:20:14, 589 ნახვა

პოლიტიკა
ე.წ. გერმანულ მოდელს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, მაშინ როდესაც 7 ხმა იყო საჭირო. 2 დეპუტატი კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტის ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ სხდომას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კორცხელის ინციდენტის გამო პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წარმომადგენლების თქმით, კანონპროექტი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის გამო ჩავარდა.

როგორც მოსალოდნელი იყო უმრავლესობის წევრებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

ე.წ. გერმანული მოდელი ინიცირებული პარლამენტში,“რესპუბლიკელების“ მიერაა.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის კანონპროექტთან დაკავშირებით, სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

„კორექტულობა ფრაქციაში მოიკითხე... ფრაქციაში თუ სხვა კონსტიტუცია გაქვთ არ ვიცი“ -  ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარემ გიგა ბუკიამ „რესპუბლიკელ” თამარ კორძაიას.

საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს პროექტი არის ანტიკონსტიტუციური და სწორედ ამის გამო, დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ბუკიას კომიტეტის თავმჯდომარემ „რესპუბლიკელმა“ ვახტანგ ხმალაძემ უპასუხა: „არასწორად კითხულობთ, ტექსტის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებთ“, - მიმართა ხმალაძემ გიგა ბუკიას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics