16:58 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 11:27:35, 582 ნახვა

საზოგადოება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრს 10 ქვეყნის წარმომადგენლები ეწვივნენ

ქალაქ ქუთაისში, აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, უსაფრთხოების სისტემების 2 დღიანი რეგიონული სემინარი ჩატარდა.

სემინარის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრს, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითს, 10 ქვეყნის  (ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) წარმომადგენლები ეწვივნენ. 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ უცხოელ სტუმრებს კომპანიის სერვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა  და ქუთაისის  წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებს კომპანიის მიერ ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დანერგილი სისტემები წარუდგინეს. უცხოელი სტუმრები პროექტის მიმდინარეობის პროცესში არსებული პრობლემის მოგვარების და საჩივრების განხილვის წარმატებულ სისტემასაც  გაეცნენ.  მათ ასევე, ქუთაისში  არსებული წყლის ახალი რეზერვუარი და სატუმბი სადგური დაათვალიერეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
კობახიძე: რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი? წაგიყვანთ და 4.60 ლარად გაყიდინებთ 10 კვერცხს
გაათავისუფლეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც სახაროვის პრემია მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics