17:05 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 14:04:04, 579 ნახვა

საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში წლების წინ დახურული №206 საბავშვო ბაღი გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად,  ზემო ფონიჭალაში მდებარე №206 საბავშვო ბაღი   გახსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რის შემდეგაც ბაღის ეზოში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

ნარმანიას  განცხადებით, განახლებული საბავშვო ბაღი, 260 აღსაზრდელს, უკვე ხვალიდან მიიღებს.

„ზემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღის გახსნა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ, რადგან ამ უბანში არცერთი საბავშვო ბაღი არ იყო. ბაღში პატარებს ექნებათ ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ღირსეულად  აღიზარდონ.  ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ  ინტენსიურ რეჟიმში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

აღნიშნულ ბაღში ბავშვების რეგისტრაცია 16 მაისს გამოცხადდა. ამ დროისთვის, 2-3 წლიანთა ჯგუფის (ბაგა) გარდა, ბაღში რამდენიმე თავისუფალი ადგილია დარჩენილი.   მსურველებს რეგისტრაციის გავლა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge შეუძლიათ.

№206 საბავშვო ბაღი 260 ბავშვზეა გათვლილი. ბაღში   8 სააღმზრდელო ჯგუფია, მათ შორის, ორი ბაგა.  მასში 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

№206 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომლებიც გასულ წლებში დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სააღმზრდელო დაწესებულება კეთილმოწყობილი იყო, 2006 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა. აღსაზრდელები და პერსონალი №209 ბაგა-ბაღში გადავიდა. მოგვიანებით, შენობა გაიძარცვა და  ავარიული გახდა.

მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ბაღის აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები 2014 წლის ბოლოს დაიწყო და შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.

გარდა აღნიშნული ბაღისა, მიმდინარე თვეში, თბილისში კიდევ ერთმა ახალმა -  № 35 ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. ამასთან, წელს დედაქალაქში დამატებით 4 ახალი  ბაღის გახსნა იგეგმება.

ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი  გიორგი კოპალეიშვილი, პარლამენტარი შოთა ხაბარელი და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
კობახიძე: რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი? წაგიყვანთ და 4.60 ლარად გაყიდინებთ 10 კვერცხს
გაათავისუფლეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც სახაროვის პრემია მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics