15:04 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 12:14:47, 594 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონი 1 ივნისს ბავშვებს განახლებული სტადიონებით ულოცავს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს  ნაძალადევის რაიონი 30-მდე განახალებული სტადიონით ხვდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა მათგანზე დასრულდა.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოედნებზე დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები.

სტადიონებზე არსებული ლითონის კონსტრუქციები, თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციებით განახლდა. ბოლო თვეების მონაცემებით ნაძალადევის რაიონში არსებულ 30-მდე სპორტულ მოედანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

“ბავშვებს სათამაშო და სპორტული აქტივობსთვის მეტი შესაბამისი სივრცე გვინდა შევუქმნათ, ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი სტადიონის რეაბილიტაცია მოვახდინოთ რაიონში. მოხარული ვარ, რომ საშუალება მოგვეცა 1 ივნისი ბავშვებს განახლებული სტადიონებით მივულოცოთ“- განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics