08:51 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 12:08:14, 526 ნახვა

პოლიტიკა
ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტად საქართველოსთან თანამშრომლობა რჩება

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ალიანსს მოუწოდებენ, დაადასტურონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმით, - ამის შესახებ ტირანაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის შემდეგ მიღებულ შემაჯამებელ დეკლარაციაში ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ასამბლეის წევრები ნატო-ს ასევე მოუწოდებენ,დაადასტურონ, რომ შავი ზღვის რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება, და ამ მხრივ გააძლიერონ თანამშრომლობა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან.

"ნატო-ს წევრებმა უნდა გააგრძელონ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის დაგმობა. ასამბლეა ნატო-ს წევრებს საქართველოსა და უკრაინას რეფორმების განხორციელებაში დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სტრატეგიული გარემო ღრმა ცვლილებებს განიცდის. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და ყირიმის უკანონო ანექსიით, ასევე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის გაგრძელებით, რუსეთმა მოულოდნელად წერტილი დაუსვა მოკავშირეების 25-წლიან მცდელობას, დაამყარონ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიოორბა”, - ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics