|
2015-02-26 13:00:13, 2569 ნახვა
სამხედრო
ჰოლანდიელი სამხედრო ფსიქოლოგები ქართველი კოლეგებისთვის ტრენინგს მართავენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ფსიქოლოგები სტუმრობენ. სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკი ვოლტერ ვან ლიშოთი და რიანეკე ვან დერ გააგი თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ტრენინგს მართავენ. ორი დღის განმავლობაში ჰოლანდიელი ფსიქოლოგები ქართველ კოლეგებს საბრძოლო სტრესის დაძლევაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული ტექნიკის უნარ-ჩვევებს, სამხედრო მოსამსახურეების თანამედროვე და ეფექტური მეთოდებით დახმარების გზებს შეასწავლიან. ცნობისთვის, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჰოლანდიელი ფსიქოლოგები საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში, ქართული და ჰოლანდიური მხარეების წარმომადგენლები გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების სამომავლო გრძელვადიან გეგმებზეც ისაუბრებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)