15:09 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 20:18:04, 666 ნახვა

საზოგადოება
„პალაცო დელა კანჩელერია"-ში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბრამანტეს უნიკალურ „პალაცო დელა კანჩელერიაში" საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი და ოფიციალური მიღება გაიმართა. საზეიმო ღონისძიება აღორძინების ხანის მხატვრის ჯორჯო ვაზარის მიერ მოხატულ დარბაზში ჩატარდა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, კახა სიხარულიძემ.

კონცერტში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო დონის ქართველმა ვარსკვლავმა, მეცო-სოპრანომ ქეთევან ქემოკლიძემ. მას აკომპანიმენტი გაუწია პიანისტმა, ეკა მეტრეველმა. კონცერტზე გაჟღერდა ქართველი და იტალიელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, მათ შორის არიები ოთარ თაქთაქიშვილის, ჯუზეპე ვერდის, დიმიტრი არაყიშვილის, ჯოაკინო როსინის, რევაზ ლაღიძისა და ფრანჩესკო ჩილეას ოპერებიდან. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ქართული ხატწერის გამოფენა.
სადღესასწაულო მიღებას იტალიის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, იტალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, კულტურისა და სამეცნიერო წრეების, ასევე იტალიური პრესისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონცერტის დასრულების შემდეგ გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა დაეგემოვნებინა ქართული კერძები და ღვინო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics