08:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 17:18:58, 608 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური ივანიშვილის წერილზე: არჩევნებში ჩართვის საჭიროება ივანიშვილმა შუალედური არჩევნების შედეგების შემდეგ დაინახა

ბიძინა ივანიშვილი ძალიან ოპტიმისტურად უყურებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, თუმცა ვერ ვნახე წერილში ვერაფერი, რა აძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს, - ასე შეაფასა დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი.

რაც ეხება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას, თამაზ მეჭიაურის თქმით, შესაძლოა, ამის საჭიროება ივანიშვილმა საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგების შემდეგ დაინახა.

 "ეს არჩევნები „ქართულ ოცნებას“ აქტივში ვერ ჩაეთვლება. ბიძინა ივანიშვილის ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს, თუმცა იმხელა ეფექტის მატარებელი ვერ ექნება, როგორიც იყო 2012 წელს. მაშინ ამომრჩეველმა იცოდა, რომ ხელისუფლებაში მოყავდა ივანიშვილი, რომელიც იყო ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი. დღეს ამომრჩეველი ივანიშვილის რეკომენდაციას ვერ დაეყრდნობა, მითუმეტეს, რომ მისმა რამდენიმე რეკომენდაციამ არ გაამართლა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა იყო იმ ოპტიმიზმის საფუძლველი, რის გამოც "ქართული ოცნების" პარტიული სტრუქტურა საკმაოდ ზერელედ დაკომპლექტდა“, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics