08:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 15:46:34, 575 ნახვა

პოლიტიკა
ქუმსიშვილი: ივანიშვილის ჩართვა კამპანიაში, როგორც საარჩევნო პროცესისთვის, ასევე შედეგებისთვის კარგი იქნება

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის  განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიაში ყოფილი პრემიერის ჩართვა კამპანიაში, როგორც პროცესისთვის, ასევე შედეგებისთვისაც კარგი იქნება.

ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს.

ქუმსიშვილის თქმით, ივანიშვილის წერილი დროულად გამოქვეყნდა, რადგან მასში აღწერილი მოვლენები  პრინციპულად მნიშვნელოვანია.

ამასთან, როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ციფრები, რომელიც წერილშია მოცემული, აბსოლუტურად შეესაბამება სიმართლეს.

"რაც შეეხება მის ჩართვას, მე მგონია, რომ ეს მისი სურვილიცაა და "ქართული ოცნებისაც", შესაბამისად, თუ ის ჩაერთვება საარჩევნო პროცესში, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება.

რაც შეეხება ეკონომიკას, ყველა ციფრი, რაც წერილში ვნახეთ აბსოლუტური სიმართლეა. შესაბამისად, ყველა ციფრი ასახავს იმ რეალობას, რაც გვაქვს. ის განვითარების ტენდენციები, რაც წერილშია ასახული წარმოადგენს სიმართლეს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უფრო მეტად და დაჩქარებულად მოვახერხოთ ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics