19:05 - 16 Jul, 2026
|
2016-05-30 15:04:05, 1432 ნახვა
მსოფლიო
ერაყში აფეთქებას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა
ერაყში აფეთქებების სერიას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. პოლიციისა და მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებები დედაქალაქ ბაღდადსა და მიმდებარე რაიონებში განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტურ რაიონ შააბში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან თავი აიფეთქა. კიდევ ერთი აფეთქება ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე დასახლების ბაზარში მოხდა. დანაღმული მოტოციკლი ბაღდადის სადრის უბანში აფეთქდა. სამართალდამცველების ვარაუდით, ტერაქტები "ისლამური სახელმწიფოს" მიერაა ორგანიზებული. ერაყის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით ქალაქ ფალუჯას ექსტრემისტებისგან გასათავისუფლებლად ოპერაციას აწარმოებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)