15:06 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 11:14:29, 618 ნახვა

საზოგადოება
სპეციალურმა კომისიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები შეარჩია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები შერჩეულია.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,  სპეციალურმა კომისიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა, მთავრობის მეთაურს ორი კანდიდატი წარუდგინა: თამარ ქალდანი და ნიკოლოზ ლეგაშვილი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევ კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. კომისიის წევრები არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; კერძოდ: ეკა ბესელია − საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; მზია თოდუა − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე; ნათია კაციტაძე − საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; გიორგი კლდიაშვილი − ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი.  

კონკურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე 18 მაისს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს შეეძლოთ, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ექნებოდათ. საკონკურსო კომისიამ 50 აპლიკანტიდან 5 შეარჩია. კონკურსის მეორე ეტაპი − გასაუბრება − დღეს გაიმართა, რის შემდეგაც კომისიამ პრემიერს ორი კანდიდატურა წარუდგინა. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სამწლიანი ვადით ინიშნება. 2013 წლიდან დღემდე ამ პოსტს თამარ ქალდანი იკავებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics