2016-05-30 10:11:01, 538 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: მნიშვნელოვანია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა ვარშავის სამიტის წინ იმართება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა ვარშავის სამიტის წინ იმართება.
ზალკალიანის განმარტებით, პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს ყველა წევრს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარონ, რათა საქართველო სამიტზე ერთიანი პოზიციით წარდგეს:
„სწორედ ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა. პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს ყველა წევრს ექნებათ საშუალება, ერთმანეთს გაუზიარონ პოზიციები და მოხდეს მათი შეჯერება, რათა საქართველო ერთიანი პოზიციით წარდგეს სამიტზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან