|
2016-05-29 17:49:13, 636 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური ახალციხეში უძველესი ებრაული სინაგოგის იუბილეს დაესწრო
დღეს, ქალაქ ახალციხეში, საქართველოში უძველესი ებრაული სინაგოგის დაარსებიდან 275 და მისი განახლებიდან 153 წლის იუბილე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და სტუმრებს სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. "დღეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ებრაელთა თემის სალოცავი 275 წლის იუბილეს აღნიშნავს. მე მინდა, მივულოცო ებრაულ თემს, მივულოცო ახალციხეს - ამ ძალიან მნიშვნელოვან ქალაქს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს თანამედროვეობასა და მომავალში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველთა და ებრაელთა მეგობრობა, რომელმაც 26 საუკუნეს გაუძლო, კვლავაც გაგრძელდება და ახალ სიმაღლეზე ავა," - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და ისრაელიდან მოწვეული სტუმრები.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)