|
2016-05-28 14:11:04, 1356 ნახვა
მსოფლიო
BBC: სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი მებრძოლი ლიკვიდირებულია
სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი მებრძოლი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ BBC თურქულ ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, თურქეთმა ექსტრემისტების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნა, რასაც აშშ-ის კოალიციის საჰაერო თავდასხმა მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, „დაეშის“ მებრძოლებმა თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი მძიმედ დაშავდა. კოალიციის წევრებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ექსტრემისტების 7 შტაბ-ბინაც გაანადგურეს. ამასთან, თურქეთის შეიარაღებული ძალები არ აკონკრეტებენ, თუ როგორ შეძლეს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდირებული მებრძოლების რაოდენობის დადგენა. ცნობისთვის, 2 დღის წინ "ისლამურმა სახელმწიფომ" სირიასა და თურქეთის საზღვრებთან მდებარე დასახლებული პუნქტების კონტროლი დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)