2016-05-27 19:10:41, 503 ნახვა
პოლიტიკა
ელისაბედ II - ქართველ ხალხს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, იღბალსა და ბედნიერებას
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
დედოფალი ქართველ ხალხს იღბალს და ბედნიერებას უსურვებს.
„თქვენო აღმატებულებავ, მსურს გადმოქცეთ ჩემი მილოცვა ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი წელს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღნიშნავს.
ქართველ ხალხს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, იღბალსა და ბედნიერებას", - ნათქვამია დედოფალ ელისაბედ II-ის ოფიციალურ წერილში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან