07:27 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 18:25:12, 587 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: მოლოდინი მაქვს, აფხაზები მკვლელობაში ეჭვმიტანილს არ დამალავენ

"პირველი შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე, რაც  ამ სფეროში ვარ, ეს არ მომხდარა”,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

 მისივე თქმით, ვინაიდან აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და მასზე საქართველოს კანონმდებლობა არ ვრცელდება, გამოძიებას უფრო პოლიტიკური ხასიათი ექნება, ვიდრე სამართლებრივი.

 „შესაბამისად, სჯობს თანამშრომლობის ფორმატში მივაღწიოთ იმას, რომ მკვლელი დაისაჯოს. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფარგლებში არ ყოფილა, რომ მკვლელზე მსჯელობა და გამოძიება ყოფილიყო. მაქვს მოლოდინი, რომ აფხაზური მხარე ამ საქმეს არ დახურავს და ეჭვმიტანილს არ დამალავენ და გააპარებენ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებასთან დაკავშირებით, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics