10:57 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 17:44:59, 530 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თანამშრომლები დააჯილდოვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა.

მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის თანამშრომელთა დასაჯილდოვებლად სპეციალურად ოთხი ხარისხის სამკერდე ნიშანი შემუშავდა. დღეს კი, პენიტენციური დეპარტამენტის 16 თანამშრომელი მეორე ხარისხის სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა, ხოლო სამინისტროს 13 თანამშრომელს მადლობა გამოეცხადა.

„უწყებას ბევრი ღირსეული თანამშრომელი ჰყავს. დღეს დაჯილდოვებული ადამიანების ცხოვრების თითოეული საათი, მიუხედავად უმძიმესი სამუშაოსა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდაა მიმართული. სწორედ მათი შრომის შედეგად მივაღწიეთ სიმშვიდეს. პირველ ეტაპზე, ყველაზე მობილური ჯგუფი დავაჯილდოვეთ. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება, რათა შეუმჩნეველი არ დარჩეს არცერთი თანამშრომლის ღვაწლი. ჩემი აზრით, მსგავსი სახის ჯილდო ფულად წახალისებაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ სიცოცხლის ბოლომდე დარჩებათ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა დაფასდეს იმ პირთა მუშაობა, რომლებსაც თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით სისტემისა და ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უწყების თანამშრომლებს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

დაჯილდოვებულმა თანამშრომლებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ჯილდო ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც თითოეული მათგანი სრულად აცნობიერებს და იზიარებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics