10:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 17:21:10, 700 ნახვა

საზოგადოება
სქემიღუმენი ილია ვაშაკიძე: სინოდის განჩინება დემაგოგიის აშკარა ელემენტებს შეიცავს

სამწუხაროდ, განჩინების ტექსტი აშკარად შეიცავს დემაგოგიის ელემენტებს, - ასე ეხმაურება სქემიღუმენი ილია ვაშაკიძე წმინდა სინოდის განჩინებას.

ამის შესახებ სქემიღუმენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, განჩინებას ბევრ საკითხში ეთანხმება, თუმცა ის აშკარა დემაგოგიის ელემენტებს შეიცავს. მისივე თქმით, როდესაც საპატრიარქოს აწყობდა საიტი 6 თვით გათიშა.

„2016 წლის 25 მაისის წმინდა სინოდის სხდომის განჩინება ყურადღებით წავიკითხე...

ბევრ საკითხებში სრულიად ვეთანხმები, მაგრამ, სამწუხაროდ, განჩინების ტექსტი აშკარად შეიცავს დემაგოგიის ელემენტებს, როდესაც ისინი ქრისტიანულ სამართლიანობაზე საუბრობენ... გამოაქვეყნონ წმინდა სინოდის სხვა სხდომების განჩინებებიც... როცა აწყობდათ 6 თვით ხომ გათიშეს საპატრიარქოს საიტი... ეხ, დემაგოგია, დემაგოგია.. გოგიაზე გამახსენდა: ვანოა თუ გოგია, ყველას ბოლო - მორგია“, - წერს ილია ვაშაკიძე facebook-ში.

ცნობისთვის, წმინდა სინოდმა დღეს გუშინდელი სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. განჩინებაში საუბარია ხურჩის ტრაგედიაზე, კვარცხელის ინციდენტზე და ასევე იმაზე, რომ დაუშვებელია ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა სექსუალური კავშირი.

სინოდის განჩინების ოქმი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics