10:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 09:29:08, 604 ნახვა

საზოგადოება
თბილისს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ბავშვები ესტუმრებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრებად დედაქალაქს შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ესტუმრებიან.  

უწყების ინფორმაციით, ბავშვები ბერშუეთი, დიცი, ტირძნისი, პატარა მეჯვრისხევი და წითელუბნის სოფლებიდან ჩამოვლენ. ისინი, ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან, რის შემდეგაც მინისტრთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნებენ და 26 მაისთან დაკავშირებულ   საზეიმო ღონისძიებებში ჩაერთვებიან. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები პატარებისთვის სისტემატიურად სხვადასხვა სახის ღონისძიებებს აწყობს და ამჯერადაც მათთან ერთად 26 მაისის დღესასწაულს აღნიშნავს. ​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics