10:29 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 20:38:37, 4233 ნახვა

კულტურა
ქუვეითში ქართული დამწერლობის, ქართული და არაბული უძველესი ხელნაწერების ფოტო-ასლების გამოფენა გაიხსნა

ქუვეითის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ქუვეითის კულტურის, ხელოვნების და ლიტერატურის ეროვნული საბჭოს (NCCAL) ორგანიზებით გაიხსნა ქართული დამწერლობის, ქართული და არაბული უძველესი ხელნაწერების ფოტო-ასლების გამოფენა.

გამოფენა მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წლის 31 მაისამდე გაგრძელდება. გამოფენა საქართველოს ელჩმა როლანდ ბერიძემ და ქუვეითის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ქამალ ალ აბდულ ჯალილმა გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის კულტურული და სამეცნიერო ურთიერთთანამშრომლობის  შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.

ქუვეითის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ქამალ ალ აბდულ ჯალილმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა უიშვიათესი არაბული ხელნაწერების საქართველოში არსებობის ფაქტს. მისი თქმით, გამოფენა მათთვის საინტერესოა იმ მხრივაც, რომ მიმდინარე წელს ქუვეითიც ზეიმობს მნიშვნელოვან თარიღს (ICESCO-მ ერთი წლის ვადით ქუვეითი რეგიონში ისლამური კულტურის დედაქალაქად გამოაცხადა).

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ანბანი, სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ქართული ისტორიული ხელნაწერები, ეტრატზე და პაპირუსზე შესრულებული ფრაგმენტები და ილუსტრაციები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ნიმუშები (შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამკურნალო კარაბადინი, სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონა, თამარ მეფის კუთვნილი სახარება ,,ვანის ოთხთავი'', მეფე ერეკლე მეორეს ხელნაწერები, ვახუშტი ბაგრატიონის ატლასი, ასევე არაბული წიგნები, იბნ-სინას სამკურნალო წიგნი და სხვა). 

ქუვეითის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული სხვადასხვა წიგნები და ბეჭდური მასალა, რომლებიც განთავსდება ქუვეითის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ ქართული წიგნის კუთხეში.

გამოფენაზე საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ნიკოლოზ ჟღენტმა წარმოადგინა ლექცია-პრეზენტაცია ქართული ანბანის განვითარების ეტაპების, ასევე ცენტრში დაცული ქართული და არაბული ხელნაწერების შესახებ.

გამოფენას ესწრებოდნენ ქუვეითის კულტურის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ეროვნული საბჭოს, ქუვეითის კულტურის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე  ქუვეითის ახლო აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი პედაგოგები, სტუდენტები, დიასპორის წარმომადგენლები და ქუვეითში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics