09:00 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 18:51:29, 1070 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში ფერმერებზე ტექნიკის თანადაფინანსებით გაცემა დაიწყო

აჭარაში მცხოვრებ 292 ფერმერს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა თანადაფინანსების  ფარგლებში 70% ფასდაკლებით გადაეცემათ. იტალიური წარმოების ,,Meccanica Benassi''-ს   ფირმის მრავალფუნქციური მოტობლოკი დღეს 106-მა ფერმერმა უკვე წაიღო..  ტექნიკის გადაცემის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე  დაესწრო. მოტობლოკები დაკომპლექტებულია ნიადაგ დამამუშავებელი აგრეგატებით: ფრეზი–კულტივატორი, ნიადაგის შემომყრელი (კვალგამყვანი), კარტოფილის ამომთხრელი, ნიორის სათესი და  სეგმენტურ თათებიანი სათიბელათი.     

პროგრამა ,,სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ფერმერეთა  და აგრომეწარმეთა  უზრუნველყოფის ხელშეწყობა'' სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამის ფარგლეში ფერმერებზე წელს მიწოდებული იქნება 79 ერთეული მოტობლოკის  მისაბმელი ურიკაც, რომელიც ითვალისწინებს ფერმერებზე თანაგადახდის პრინციპით (ღირებულების 30%) გადაცემას. 

შესყიდული ტექნიკა გადანაწილებული იქნება რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე.  აღნიშნული ქვეპრგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 078 400  ათას ლარს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics