08:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 17:28:44, 1043 ნახვა

საზოგადოება
გარდაბნის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა

საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის ხელშეწყობით გარდაბნის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა.

ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლის მოსწავლე აიგუნ ომაროვა. მე-2 და მე-3 ადგილებზე გავიდნენ ასევე სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, სულეიმან ალახვერდიევი და აკიკატ იოლჩიევა. მე-4 ადგილზე გავიდა სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნურანა მამედოვა. ხოლო მე-5 ადგილზე გავიდა ქ. გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე სანამ იუსუბოვა. ოლიმპიადის 8 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი.

“საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი არის სამოქალაქო და იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნის განხორციელების ფარგლებში მუნიციპალიტეტების აზერბაიჯანულენოვან სკოლების მოსწავლეთა შორის ვატარებთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას“. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამას გარდა, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ეს ღონისძიება უკვე ჩავატარეთ თბილისის, დმანისის, საგარეჯოს, წალკის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. ვგეგმავთ ჩავატაროთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც აზერბაიჯანულენოვანი სკოლები ფუნქციონირებს. ეს გარკვეულწილად არის შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან ბოლოს გამარჯვებულებს შევახვედრებთ და გამოვავლენთ უკვე ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეეებს”, - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics