12:16 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 14:31:44, 964 ნახვა

სამართალი
მღებრიშვილი: სასამართლოს უახლოეს დღეებში მივმართავთ, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებულების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავენ, რათა გასცეს განჩინება კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულები არიან.

როგორც მღებრიშვილმა განაცხადა, გამოძიება ემოციებზე აწყობილი ვერ იქნება და აუცილებელია დაცული იყოს სამართლებრივი პროცედურები.  

„ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, არ უნდა მოდიოდეს ეს. ჩემთვის გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს. მიმდინარეობს ინტესნიური გამოძიება, დაიკითხა მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზა. მოვუწოდებ ინციდენტში მონაწილე მხარეებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზიო განცხადებებით და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა ფაქტის სამართებრივი შეფასება დროულად მოხდეს. უახლოეს დღეებში თუ არა საათებში, მივამართავ სასამართლოს, გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად. რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვლება და გამოძიება სხვა მუხლით წარიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics