|
2016-05-23 15:54:50, 538 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, თავს წააგებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გუშინ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა. უსუფაშვილის თქმით, ყველა ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებასა და პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მწარედ დამარცხდება. "ძალადობის ფაქტებმა ყველა ერთნაირად შეგვაშფოთა და აგვაშფოთა. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს და ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და ყველაზე მწარედ დამარცხდება. ეს არ არის ჩემი ანალიზი, რჩევა, გაფრთხილება, ეს არის ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დაპირება, ვინაიდან მე მჯერა, რომ დღეს აქ, ამ დარბაზშიც, პარლამენტშიც და მთლიანად საქართველოში, გაცილებით მეტი ვართ ანტიზონდერები, ვიდრე ზონდერები და კონტრზონდერები. ზონდერებსა და კონტრზონდერებს შორის განსხვავებას ვერ და არ გავაკეთებ. ყველა, ვინც ძალადობრივი გზით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, ემსახურება იმას, რომ დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, საჭიროა აბსოლუტურად უკომპრომისო დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი. ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ერთ მხარეს იყო 4 ჯოხი, მეორე მხარეს 2 ქვა, აქედან იყო 4 მუშტი, იქიდან ერთი, არასწორი საუბარია და არავითარ შემთხვევაში ამ საუბარში არ უნდა ჩავებათ და უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ზოგადად მზად ავრთ, ვცემოთ პოლიტიკური ოპონენტი, მაშინ ამას ან საკუთარი ინიციატივით გავაკეთებთ, ან ვინმე თავს გვაცემინებს, ამიტომ, საჭიროა არ ვიყოთ მზად პოლიტიკური ოპონენტის საცემლად და ძალადობრივი გზით გასასწორებლად", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)