|
2016-05-23 09:57:32, 554 ნახვა
პოლიტიკა
"რესპუბლიკური პარტია" ხელისუფლებას მოუწოდებს, კორცხელში მომხდარი ფაქტების გამოსაძიებლად, მყისიერი ქმედებები განახორციელოს
"საქართველოს რესპუბლიკური პარტია" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დროული და მყისიერი ქმედებები განახორციელოს კორცხელში განხორციელებული ძალადობის ჩამდენი და დამკვეთი პირების გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად. "ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო აღიარებას ელის დემოკრატიული და სისტემური რეფორმების გატარებისთვის და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მოლოდინშია, მსგავსი მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველა არსებულ და მოსალოდნელ მიღწევას. ძალადობის ასეთი ცინიკური ფაქტები განსაკუთრებით მწვავე გამოწვევაა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს მომხდარი ინციდენტი გვაშფოთებს იმდენად, რამდენადაც ამ პროვოკაციის ხელწერა უკიდურესად ჰგავს წარსულში გამოცდილ სამოქალაქო დაპირისპირებაზე აწყობილი პოლიტიკური ბრძოლის მავნე და ქვეყნისთვის საზიანო პრაქტიკას. საქართველოს რესპუბლიკური პარტია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება კოცხელის ინციდენტის გამოძიებისას იმ პოზიციებზე არ შეჩერდება, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის ზოგიერთი ლიდერის სრულიად ცინიკურ განცხადებებში გამოიხატა და ინციდენტზე პასუხისმგებლობა დაზარალებულებს დააკისრა და არა მოძალადეებს. კოცხელის ინციდენტზე სათანადო რეაგირება აუცილებელია იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებამ ქვეყანაში ჩაიაროს ისე, როგორც ამას დემოკრატიული პროცედურები ითხოვს და სრულად იქნეს დაცული თანაბარი, კონკურენტული და თავისუფალი გარემო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის სამართლიანი არჩევნებისთვის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უზრუნველყოფისთვის, რაზეც მეორეს მხრივ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც, რომლის შებღალვაც მსგავსი ინციდენტების საშუალებით ხელს მხოლოდ ერთ, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყანას, რუსეთს აძლევს.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)