|
2016-05-22 15:08:48, 510 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ქართული ოცნების" მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა. კობახიძის თქმით, წყალტუბოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მობილიზებულები არიან ერთგვარი ზონდერ ჯგუფის წარმომადგენლებიც, რომლებიც, მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მეზობელი რაიონიდან არიან ჩამოყვანილები. ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც,"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები „თავისუფალი ზონის" წევრებთან ერთად გარდაბანში დადგმული სპექტაკლის გამეორებას ცდილობენ. „თქვენ იცით, რომ გარდაბანში ისინი ძალიან დიდი სხვაობით აგებდნენ არჩევნებს და იმისათვის, რომ შეეფუთად ეს ყველაფერი, დადგეს სპექტაკლი „თავისუფალი ზონის" მონაწილეობით. ველოდებით, რომ ასეთივე სპექტაკლები დადგან იმისათვის, რათა ფონი გააფუჭონ, მაგრამ ეს საერთო სურათს მაინც ვერ შეცვლის. საერთო სურათი იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს საკადრის პასუხს მოსახლეობისგან და ჩვენ მივიღებთ ჩვენს ღირსეულ შედეგს ამ არჩევნებში",-დასძინა კობახიძემ. ამასთან, ირაკლი კობახიძემ დასძინა, რომ „ქართული ოცნება" 22 მაისის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „ მათ შორის წყალტუბოს არჩევნებს მოვიგებთ დიდი უპირატესობით. ეს არის ჩვენი მოსახლეობის იმ ხარდაჭერისა და თანადგომის შედეგი, რაზეც შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ",-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. კობახიძე ამომრჩევლების მოსყიდვასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გავრცელებულ ვიდეოსაც გამოეხმაურა. „მე თვითონ ვნახე ის ვიდეო, რომელზეც არის საუბარი. ეს არის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი. ესეც არის ერთ-ერთი სპექტაკლი. რომელიც შემოგვთავაზეს „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „თავისუფალმა ზონამ",-განმარტა მან.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)