21:53 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 14:31:43, 729 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაურმა პარტია "ქართული ოცნება" დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” დატოვა.

ამის შესახებ მეჭიაურმა პრემიერსა და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იგი პარტიას ტოვებს, თუმცა ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება.

„ყველა ეტიკეტის დაცვით, პარტიის დატოვებაზე ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილს. აბსოლუტური გაგება იყო და კეთილმოსურნე დამშვიდობებაც. ვუთხარი, რომ შემეძლო კომიტეტის თავმჯდომარეობაც დამეტოვებინა, რაზეც ფრაქციამ მხარი არ დამიჭირა და მთხოვეს, რომ გამეგრძელებინა საქმიანობა ამ თანამდებობაზე. მე მათ აღუთქვი, რომ მათ ამ ძირითად საქმიანობაში მხარს დავუჭერ“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics