|
2016-05-21 10:45:31, 1397 ნახვა
მსოფლიო
ვაშინგტონში თეთრ სახლთან სროლა მოხდა
ვაშინგტონში თეთრ სახლთან სროლა მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა უცნობ შეიარღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა, რომელიც ერთ-ერთ შესასვლელთან იარაღით იმუქრებოდა. მამაკაცს ტყვია მუცლის არეში მოხვდა. ის სააავდმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების თქმით, ინციდენტის გამო თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა. ამასთან, თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იმყოფებოდა. სროლის დროს ის უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მედიის ცნობით, მამაკაცი დაახლოებით 20 წლისაა. წინასწარი ინფორმაციით, იგი თეთრი სახლის შესასვლელს იარაღით ხელში მიუახლოვდა. ინციდენტის დროს პრეზიდენტი ბარაქ ობამა მერილენდში გოლფის სათამაშოდ იმყოფებოდა. BBC-ის ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. მიმდინარე წლის აპრილში, 1 მამაკაცი დააკავეს, რომელიც თეთრ სახლში შეღწევას ცდილობდა. მას ცივი იარაღი აღმოუჩინეს. 2014 წელს მოქალაქემ ავტომანქანით მთავარი კარი გაიტანა და თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)