21:53 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 17:42:25, 555 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მნიშვნელობას განმარტავს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მნიშვნელობას განმარტავს.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის  მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხი ზოგადი ცვლილებაა და მხოლოდ საქართველოს არ ეხება.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საუბარია ძირითად რეგულაციაში უკვე არსებული მუხლის ცვლილებაზე იმ კუთხით, რომ ის გახდეს უფრო მოქნილი. ეს არ ეხება საქართველოს ან იმ 4 ქვეყანას, რომლებიც განიხილება ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ეს არის საერთო ცვლილება. ამიტომ აქ განსაკუთრებული სიახლე არაფერია. ევროკავშირი თავის რეგულაციებს ცვლის მუდმივად და ეს ხელს არ შეუშლის ვიზალიბერალიზაციის პროცესს",-განაცხადა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics