აფხაზეთიდან დევნილმა 64 წლის ინჟინერმა ვლადიმერ მისაბიშვილმა ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

" />
04:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 15:36:08, 696 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილმა ვლადიმერ მისაბიშვილმა მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

აფხაზეთიდან დევნილმა 64 წლის ინჟინერმა ვლადიმერ მისაბიშვილმა ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმერ მისაბიშვილმა 100–ციფრიანი რიცხვიდან ზეპირი გაანგარიშებით 23–ე ხარისხის ფესვი 32 წამში ამოიყვანა.

მათივე ინფორმაციით, იღებული რეზულტატი დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდად და  საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება.

ღონისძიება  საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

რეკორდის დამყარების პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ.

ვლადიმერ მისაბიშვილის გამოთვლას რეკორდების ფედერაციის მსაჯები, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პროფესორები აკვირდებოდნენ.

ცნობისთვის, ვლადიმერ მისაბიშვილი 1951 წლის 29 აგვისტოს, სოხუმში დაიბადა.  1975 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი. მათემატიკური მიმართულებით არასოდეს უმუშავია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics