|
2016-05-20 13:21:24, 1391 ნახვა
მსოფლიო
კიევში ბატალიონ “აზოვის” მებრძოლები დონბასში არჩევნების წინააღმდეგ მსვლელობას მართავენ
კიევში ბატალიონ “აზოვის” მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რაიონებში არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ მსვლელობას მართავენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია "112 უკრაინა" იუწყება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია ლოზუნგით “ერის მოთხოვნა - არა კაპიტულაციას” მიმდინარეობს. მსვლელობა “დედა სამშობლოს” მონუმენტიდან დაიწყო და უმაღლეს რადას შენობასტან დასრულდება, სადაც აქციის მონაწილეები დეპუტატებისთვის მოთხოვნების წარდგენას გეგმავენ. მედიის ინფორმაციით, მსვლელობაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობს. უკრაინის ხელისუფლება დონეცკისა და ლუგანსკში ოკუპირებულ ტერიტორიებე ადგილობრივი არჩევნების ჩატარების პირობად დამკვირვებლების შეშვებასა და საზღვარზე კონტროლის აღდგენას აყენებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ არ გამორიცხა, რომ დონბასში არჩევნები წლის ბოლომდე ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)