|
2016-05-20 12:01:29, 445 ნახვა
პოლიტიკა
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტი ითარგმნა და განმარტებით ბარათთან ერთად, ვენეციის კომისიას გადაეგზავნა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, კანონპროექტი კომისიაში გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გადაიგზავნა. მისივე თქმით, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს გუშინ გადაუგზვნა. პრეზიდენტს მასზე ხელმოსაწერად ან ვეტოს დასადებად 10-დღიანი ვადა აქვს. ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თამჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5-წლის ვადით საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს. ამავე წესით ორი მოადგილე აირჩევა. სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება - თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე აღარ ჩაერთვებიან და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით. კიდევ ერთი საკითხი იმ მოსამართლეებს შეეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ. სიახლეა ისიც, რომ 2/3-მდე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი იზრდება. გარდა ამისა, მეორე მოსმენით მიღებულ ვარიანტში განისაზღვრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მისი სრულად გამოცხადებისა და სასამართლოს ვებგვერდზე ატვირთვის შემდეგ შევა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მომსმენით 14 მაისს მიიღო. მას მხარი 83 დეუტატმა დაუჭირა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)