20:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 19:32:28, 515 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აშშ-ის საზღვაო ქვეითების ომის კოლეჯის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში სტუმრად მყოფ აშშ-ის საზღვაო ქვეითების ომის კოლეჯის მსმენელთა დელეგაციას შეხვდა.

დავით ჯალაღანიამ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული აქტივობების შესახებ.

აშშ-ის მხარის ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, ასევე, საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, უსაფრთხოების პრობლემებსა და გამოწვევებს,  რუსეთის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს პოზიციას რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრისას დავით ჯალაღანიამ ასევე მიმოიხილა საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის როლისა და ფუნქციის პერსპექტივები, მათ შორის, ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის ჭრილში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სხვადასხვა სამხედრო კოლეჯის დელეგაციები პერიოდულად სტუმრობენ საქართველოს ადგილზე არსებული სიტუაციის გაცნობისა და საქართველოს განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესწავლის მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics