|
2016-05-19 18:17:57, 1362 ნახვა
მსოფლიო
ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
ხმელთაშუა ზღვაში ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერის, A320-ის შესაძლო ფრაგმენტები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, EgyptAir-ის გაუჩინარების ადგილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 80 კილომეტრში ორი ობიექტი აღმოაჩინეს, რომლებიც შესაძლოა, ავიალაინერის ნამტვრევები იყოს. სააგნეტოს ცნობით, ნამტვრევები საბერძნეთის შიარაღებულმა ძალებმა აღმოაჩინეს.. ბოლო რამდენიმე საათია, ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის შერიფ ფატჰიმ განაცხადა, რომლის ტანახმადაც რეის MS804-ის გაუჩინარებაში ტერაქტის ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე ტექნიკური გაუმართაობის. საფრანგეთის ხელისუფლებას, საიდანაც თვითმფრინავი რეის ასრულებდა, მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც პარიზიდან კაიროში მიემგზავრებოდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ კი 56 მგზავრი, რომელთა შორის 3 ბავშვია და ეკიპაჟის 10 წევრი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)