20:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 13:48:20, 543 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: ალიანსის წევრობა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მხოლოდ რეფორმებზე დამოკიდებული არ არის

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო-ს წევრობა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რეფორმებზე დამოკიდებული არ არის.

როგორც აპატურაიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, საჭიროა პაკეტის გაძლიერებაზე მუშაობა, რათა დაჩქარდეს ის მომენტი, როდესაც საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მზად იქნება.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პაკეტის გაძლიერებაზე იმისათვის, რომ დავაჩქაროთ ის მომენტი, როდესაც საქართველო წევრობისთვის მზად იქნება. ალიანსის წევრობა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ არის მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე დამოკიდებული. ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რისი გაკონრტოლების უნარიც გვაქვს“, - აღნიშნა აპატურაიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვარშავის სამიტის ენა საქართველოსთან მიმართებაში იგივე იქნება, რაზეც დეკემბრის მინისტერიალზე მოხდა შეთანხმება.

„ენა, რომელზეც შევთანხმდით, დეკემბერში იქნება ვარშავაშიც იგივე. ეს არის პოლიტიკური რელაობა. არ არის კონსენსუსი განცხადების შინაარსის შეცვლაზე. მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა, არც გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელსაც შეიძლება კონსენსუსზე ემოქმედა“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics