|
2016-05-19 11:14:30, 1442 ნახვა
მსოფლიო
კუნძულ გუამზე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე B-52-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა
კუნძულ გუამზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე B-52-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის შვიდი წევრი იმყოფებოდა. აშშ-ის შიარაღებული ძალების განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ბომბდამშენს ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. B-52-ის ტიპის თვითმფრინავი წყნარ ოკეანეში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ჩრდილოეთ დაკოტადან გაგზავნეს. B-52-ის ტიპის ბომბდამშენებს აშშ-ის შეიარაღებული ძალები უკვე 60 წელია იყენებენ. თვითმფრინავები გამოიყენებოდა ვიეტნამისა და ავღანეთის ომების დროს. 2008 წელს გუამის სამხედრო ბაზაზე ამავე ტიპის ბომბდამშენმა განიცადა კატასტროფა. მაშინ თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ექვსივე წევრი დიღუპა. ცნობისთვის კუნძული გუამი, წყნარი ოკენის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კუნძული აშშ-ის შემადგენლობაშია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)