20:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 11:06:20, 602 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: მჯერა, რომ ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარება მოხდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება მოხდება, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსში მონტენეგროს მიღება ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაში დახმარებას გაარძელებს.

"ალიანსში მონტენეგროს მიღების შეთანმების ხელმოწერა  აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება. ჩვენ გავაგრძლეებთ საქართველოსთან და სხვა ასპირანt ქვეყნებთან მუშაობას. მე მტკიცედ მჯერა, რომ ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარება მოხდება. ჩვენ ვადასტურებთ, რომ გავაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, ვიმუშავებთ საქართველოსთან რეფორმების განხრციელებისთვის, ინსტიტუტების მშენებლობისთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის უნარის გასაძლიერებლად.

რამდენიმე თვის წინ მონაწილეობა მივიღე საქარველოში ერთობლივი საწრვთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიალში. მე არაერთხელ აღვნიშნე ნატო-ს წევრებთან ერთად საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა. ჩვენ გავაგრძლელებთ საქართველოსთან მუშაობას, კვლავ დავიცავთ  საქართველოს უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, გავაგძელებთ რეფორმებზე მუშაობას და დავეხმარებით საქართველოს  ნატო-სთან დაახლოებაში”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics