20:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 19:45:45, 519 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოს შესახებ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს

ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალის შემაჯამებელ სიტყვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა ისაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე.
 
მან განსაკუთრებით აღნიშნა  2016 წლის 4 მაისს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს ეხება.
 
საკუთარ გამოსვლაში მან ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ისეთივე წარმატებით განახორციელებს სამოქმედო გეგმას, როგორც ეს 2013-2016 წლებში განახორციელა.
 
„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შეისწავლა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ და დაამტკიცა ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმა 2016-2019 წლებისთვის.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა წინა  პერიოდის სამოქმედო გეგმა და იმედი გვაქვს, რომ 2016-2019 წლების გეგმაც ასევე წარმატებით შესრულდება" - განაცხადა დანიელ მიტოვმა.
 
დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ 2016-2019 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით.
 
ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალი ბულგარეთში 2016 წლის 17-18 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics