18:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 15:45:36, 1533 ნახვა

პოლიტიკა
ეკატერინე სირაძე-დელონე: საფრანგეთის საგარეო უწყებისგან ინსტრუქციის მიღებისთანავე, მას საქართველოს მოქალაქეებში გავავრცელებთ

საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის  ეკატერინე სირაძე-დელონეს განცხადებით, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, პარიზში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად დაცულია.
როგორც ელჩმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეიარაღებული პოლიციელებია მობილიზებული.
რაც შეეხება  საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხს, ეკატერინე სირაძე-დელონეს განმარტებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სმაინისტროსგან ჯერჯერობით ინსტრუქცია არ მიუღიათ და როცა მიიღებენ,  საქართველოს მოქალაქეებში დაუყოვნებლივ გაავრცელებენ.
"ბუნებრივია, ჩვენ ჯერ ინსტრუქცია არ მიგვიღია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, თუმცა გამოცხადებულია,  ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი  დონის სიფრთხილე, მობილიზებულია ჟანდარმერია და პოლიცია.ყველა საზოგადოების შეკრების ადგილებში არიან შეიარაღებული პოლიციელები, რომლებსაც აქვთ უფლება, რომ საშიშროების, ან საფრთხის შემთხვევაში, ისროლონ კიდევაც. როგორც კი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ინსტრუქციას მივიღებთ, ამას გავავრცელებთ ჩვენს  მოქალაქეებში",-განცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.
შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით  დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა. ცნობილია, რომ  ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე  ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics