|
2016-05-18 18:47:38, 481 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს მინისტერიალზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს
ქ. სოფიაში გაიმართა ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით. აღნიშნული მინისტერიალის შედეგად მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ესტონეთს. მინისტრი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2016 წლის 4 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება; შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად; მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება ან შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება; დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან; გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე. მინისტერიალზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. გამოსვლებში, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ევროპაში არსებული კონფლიქტების მოგვარების გადაუდებელ აუცილებლობაზე. მინისტერიალზე გამოითქვა შეშფოთება რუსეთის დესტრუქციული ქმედებებისა და ანექსიური პოლიტიკის გამო, რაც მრავალი ქმედებით, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით გამოიხატა. ასევე უარყოფითად შეფასდა ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვის შესახებ გაკეთებული განცხადება. საკუთარ გამოსვლებში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ რეგიონებში საზედამხედველო ორგანოების შესვლის აუცილებლობას. გარდა ამისა, მინისტერიალზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა წლიური ანგარიში ევროპაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ახალმა თავმჯდომარე ქვეყანამ, ესტონეთმა წარადგინა მისი თავმჯდომარეობის პერიოდისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხები. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს როლი მიგრანტების კრიზისის საპასუხოდ. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდა ესტონეთის, თურქეთის, პორტუგალიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, მალტისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე ესტონეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს. შეხვედრებზე განხილული იქნა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისათვის, მათ შორის ევროპის საბჭოს ფორმატში.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)