|
2016-05-18 15:09:48, 1342 ნახვა
მსოფლიო
Human Rights Watch: "ისლამურმა სახელმწიფომ" ლიბიის ქალაქ სირტში ათობით ადამიანი სიკვდილით დასაჯა
„ისლამურმა სახელმწიფომ” ლიბიის საპორტო ქალაქ სირტში ათობით ადამიანი მოკლა, - ამის შესახებ BBC Human Rights Watch-ზე დაყრდნობით იუწყება. უფლებების დამცველი ორგანიზაციის ცნობით, ტერორისტებმა მოკლულები ღვთისგმობაში და ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. მსხვერპლთა ნაწილი დახვრიტეს, ნაწილს კი თავები მოკვეთეს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ქმედებების გამო ქალაქი სირტი 2015 წლიდან იზოლირებულია. ქალაქში ვერ შეაქვთ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და საწვავი. ამგვარ დასკვნამდე Human Rights Watch იმ ადამინებს გამოკითხვის შედეგად მივიდა, რომლებმაც სირტი დატოვეს. ადგილობრივების თქმით, "ისლამურ სახლემწიფოს" საკუთარი პოლიცია ჰყავს, რომელიც სირტის ქუჩებში პატრულირებს. ექსტრემისტები ადგილობრივ მოსახლეობას სჯიან ჯარიმით ან გამათრახებით თამბაქოს მოწევისა ან მუსიკის მოსმენისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)