20:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 14:32:16, 524 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: იქნებ, ქუთაისში პარლამენტს მივაკითხო და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი ჩემით წამოვიღო

“ვფიქრობ, იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი ჩემით წამოვიღო, ბოლოსდაბოლოს უკვე დეტალებზე გესაუბროთ რა სირთულეებია თვითონ კანონში”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,  კანონში ძირითადი შენიშვნები არის პროცესთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

„ასე სწრაფად ამ პროცესის წარმართვა, პოლიტიკურად გაუმართლებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ჩართვის გარეშე, როგორიც არის ვენეციის კომისია და როგორიც არის თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც ალბათ ჭკუა უნდა ვკითხოთ, როდესაც მის ასე ვთქვათ კონსტიტუციურ სტატუსზე ვლაპარაკობთ.

სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ კანონპროექტი აქამდე არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და ჩემით წამოვიღო ეს კანონი, ბოლოსდაბოლოს უკვე დეტალებზე გესაუბროთ, თუ რა სირთულეებია თვითონ კანონში”, - განაცხადა პრეზიდენტმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics