|
2016-05-17 21:45:51, 1042 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში „ქარავან არტფორუმი 2016" გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტფორუმი 2016" ქუთაისის მერთან და იმერეთის გუბერნატორთან ერთად გახსნა. გიორგი მარგველაშვილმა დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში მოწყობილ გამოფენაზე ურბანული პეიზაჟის თემატიკაზე ფრანგი, ლიტველი, ლატვიელი, რუსი, ბერძენი, თურქი და ქართველი შემოქმედების მიერ წარმოდგენილი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და ინსტალაციები დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტმა არტფორუმის მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქუთაისი ასწლეულების და ათწლეულების განმავლობაში იყო ქართული სულიერების, ქართული კულტურისა და ხელოვნების ერთერთი მთავარი ადგილი, ამიტომ ამგვარი აქტივობები იმერეთში სრულიად ბუნებრივია. „სწორედ აქედან მოდიოდა ის ემოცია, რაც მერე მნიშვნელოვანი ხდებოდა მთელი საქართველოსთვის. აქედან, ისევე როგორც საქართველოს ბევრი სხვა რეგიონიდან იბადებოდა ის, რამაც შემდეგ ჩვენ გაგვხადა ქართველები და გაგვააზრებინა ჩვენი თავი, ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა. მე მივესალმები ერთიან ქართულ კულტურულ პროცესში საქართველოს რეგიონების ხატოვან და შემოქმედებით ჩართვას და მიხარია, რომ ვარ ქუთაისში და ასეთ მშვენიერ შემოქმედებით განწყობას გავიზიარებ ქუთაისლებთან და ქუთაისის სტუმრებთან ერთად", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტფორუმი 2016" ქუთაისში პირველად იმართება და 20 მაისამდე გაგრძელდება.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)