00:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 15:32:17, 565 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საბაჟო სისტემაში საზღვრის მართვის ევროპული სტანდარტი ინერგება

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ინტეგრირებული საზღვრის მართვის საპილოტე პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტს „სადახლო“სატვირთო მანქანების შემოწმებისათვის განკუთვნილი სკანერი გადაეცა.

სსიპ "შემოსავლების სამსახურის" ინფორმაციით, 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების სკანერის შეძენა-გადმოცემის პროექტი განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის ფარგლებში,რომლის მიზანია საზღვრის ერთიანი მართვის პრინციპების დანერგვა სამხრეთ კავკასიაში.

17 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო“ სკანერის გადმოცემასთან დაკავშირებით გაიმართა ოფიციალური ცერემონია, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსიგიორგი თაბუაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიიანოშ ჰერმანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოშიშომბი შარპი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს საბაჟო სისტემაში საზღვრის მართვის ევროპული სტანდარტის დანერგვაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის უმნიშვნელოვანესი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.

ცერემონიის შემდეგ სტუმრები შეხვდნენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს და ადგილზე გაეცნენ ახალი სკანერის მუშაობის სპეციფიკას, აგრეთვე, დაათვალიერეს ყველა ის მოწყობილობა, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტს აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადმოეცა. მათ საშუალება მიეცათ თვალყური ედევნებინათ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების მიერ საეჭვო ნივთების აღმოჩენის პროცედურისთვისაც.

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics