00:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 14:24:48, 516 ნახვა

საზოგადოება
"ის რაც ხდება ქალაქის განვითარებისთვის დამაზიანებელია“, - აქცია თბილისის საკრებულოსთან

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიებზე შენდება და აპირებენ აშენებას ისეთი ნაგებობების, რომლებიც მხოლოდ ერთ ადამიანს ემსახურება, რაც საზოგადოებისთვის დანაკარგია,- ამის შესაახებ „პარტიზანული მებაღეების“ მიერ გამართულ აქციაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა მამუკა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საზოგადოებას ქალაქის განვითარებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას არ აძლევენ.

"ქალაქის განვითარებისთვის, ის რაც ხდება არის დამაზიანებელი და არ შედის მოქალაქეების ინტერესებში. ქალაქის განვითარებას და მოქალაქეების სურვილებს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი, სწორედ ამაზე უნდა აეწყოს ყველა ინვესტორების საქმიანობა", - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, „პანორამა თბილისის“ მშენებლობის პროცესი ქალაქისთვის და საზოგადოებისთვის უნდა იყოს სასარგებლო და არა საზიანო. მისივე განმარტებით, მშენებლობა ინვესტორის ანგარებაზე არ უნდა იყოს აწყობილი.

"ქალაქისთვის მშენებელობა კარგი უნდა გამოვიდეს, რაც ამ პირობებში შესაძლებელი არა არის, რადგან პროცესი ცალმხრივათ ინვესტორის ანგარებაზე არის აწყობილი და ჩვენ ამას ვაპროტესტებთ", - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები ისევ საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდნენ, აქცია ბანერებთ „არა პანორამას“ მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics