2016-05-17 09:00:10, 555 ნახვა
საზოგადოება
მაშველები მტკვარში გადავარდნილ მანქანას და მძღოლს ეძებენ
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ მაშველები მდინარეში გადავარდნილ მანქანას ეძებენ.
როგორც "ექსპრესნიუსს" 112-ში განუცხადეს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე 2 სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მაშველების ინფორმაციით, მათ მუშაობას დაბალი მხედველობა და მდინარის სწრაფი დინება უშლის ხელს.
112-ის ინფორმაციით, ავტომანქანას ამ დრომდე ეძებენ.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან