22:56 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 20:11:02, 593 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი 17-18 მაისს იმერეთის რეგიონსს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 17-18 მაისს იმერეთის რეგიონსს ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის  ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი  17 მაისს 16:30 სთ.ზე ქუთაისის კადეტთა ლიცეუმს დაათვალიერებს, ხოლო 17 :00  საათზე კადეტებისათვის საჯარო ლექციას წაიკითხავს, რის შემდეგაც კადეტების შეკითხვებს უპასუხებს.  18:00 გიორგი მარგველაშვილი  „ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება, 19 :00 საათზე კი სამეფო რეზიდენციას დაათვალიერებს.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტი 11:00  საათზე გელათის აკადემიას დაათვალიერებს, 12:00 საათზე კი ქუთაისის აკაკი წერთლის სახემწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს. სადაც  ასევე  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა  და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართება.  13:30 საათზე  საქართველოს პრეზიდენტი ქართული სამოსის გამოფენას დაათვალიერებს.  ხოლო 19:00 გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალურ მატჩს დაესწრება

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics