2016-05-16 18:40:34, 669 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მოეწყო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის დღეების ფარგლებში, გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მოეწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ევროპის დღეების აღნიშვნაში აქტიურად არის ჩართული.
სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის „EUFOR-RCA“-ის მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების სურათები გამოიფინა.
პროექტი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“, „ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბისა“ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით გაიმართა. გამოფენაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პრეზენტაცია წარმოადგინეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან